სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ილია II: ჩვენ მრავალშვილიან ოჯახებს უნდა დავუბრუნდეთ

ჩვილთა 26-ე ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 400 ბავშვი გახდა.

მონათლულებს საჩუქრად ჯვარი, ნათლობის მოწმობა, სანთლები და სახარება გადაეცათ.

ტაძარში ნათლობის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ იქადაგა და ნათლულები დალოცა.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

პატრიარქი ქადაგებისას საქართველოში დემოგრაფიულ პრობლემასაც შეეხო. "ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმ წესებს, რომელი წესებითაც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, ჩვენ მრავალშვილიან ოჯახებს უნდა დავუბრუნდეთ", - აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100