სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელი პოლიტიკოსის თვითმკვლელობა კამერების წინ (ვიდეო; +18)

რედაქცია გაფრთხილებთ: ვიდეოს ნახვა არ არის მიზანშეწონილი 18 წლის ასაკამდე მოზარდებისა და სუსტი ნერვული სისტემის მქონე პირებისთვის

პენსილვანიელი პოლიტიკოსი, რესპუბლიკელი ბად დუაიერი (Bud Dwyer) 1987 წლის 22 იანვარს პრესკონფერენციას ატარებდა. ის საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა და რეპორტიორებს გულღიად ესაუბრებოდა, თუმცა, რამდენიმე წუთში ტრაგედია დატრიალდა: ბად დუაიერმა ქაღალდის პარკი აიღო, კედლისკენ ზურგით დადგა და პარკიდან რევოლვერი ამოიღო, რამაც რეპორტიორებში შოკი გამოიწვია. თუმცა მალევე გაირკვა, რომ დუაიერი არავის ემუქრებოდა: მან რევოლვერის ლულა პირში ჩაიდო და სასხლეტს ხელი გამოჰკრა... იმ რეპორტიორებმა, რომლებმაც, შოკის მიუხედავად, კამერები არ გამორთეს, საშინელი კადრები გადაიღეს... თვითმკვლელობის მიზეზის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს, თუმცა საბოლოოდ დადასტურებულად არცერთი არ მიიჩნევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100