სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს "ცისფერი ორშაბათია"

დღესცისფერი ორშაბათი”, ანუ წლის ყველაზე ცუდი და დეპრესიული დღეა. ყოველი წლის იანვრის მესამე ორშაბათი წლის ყველაზე ცუდ, დეპრესიულ და წარუმატებელ დღედ ითვლება და მასცისფერ ორშაბათსუწოდებენ.

ყველაზე დეპრესიული დღის დასადგენი ფორმულა 2005 წელს ფსიქოლოგმა, დოქტორმა კლიფ არნალმა შეადგინა. ფორმულაში გათვალისწინებულია ამინდი, რომელიც წელიწადის ამ დროსაა, ხასიათი, რომელიც ადამიანს შობა–ახალი წლების შემდეგ აქვს, ხასიათთან ერთად ვალები, რომლებიც ახალ წელს დახარჯული ფულიდან გამომდინარე იზრდება და ადამიანების მოტივაცია აკეთონ საქმე. თუმცა, კონკრეტულად რომელ ქვეყნებს ეხებათ ეს ფორმულა, ფსიქოლოგს არ დაუკონკრეტებია.

მიუხედავად იმისა, რომ დოქტორ კლიფ არნალს ბევრი სხვა ფსიქოლოგი არ ეთანხმება, რამდენიმე წელია სხვადასხვა კომპანიებმა ამ დღის მარკეტინგულად გამოყენება დაიწყეს და იმ იმედით, რომ მედია ამით დაინტერესდება, იანვრის მესამე ორშაბათს საკუთარ პროდუქტს ან პრესრელიზებს თან ურთავენ ფოტოებს, რომლებიც დეპრესიასთან ასოცირდება, მაგალითად, ადამიანის ფოტოს, რომელიც წვიმაში ზის.

მსოფლიოს 20 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, თვითმკვლელობების რიცხვი არა ზამთარში, არამედ გაზაფხულზე და ადრეული ზაფხულის პერიოდში იზრდება. იგივე შედეგი აჩვენა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა კვლევამაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100