სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოგების გადასახადის ცვლილებასთან დაკავშირებით თიბისი ბანკი ბიზნესკომპანიებს დაატრენინგებს

საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს უფასო ტრენინგს შესთავაზებს.

მმართველ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ http://tbcbusiness.ge/ -ზე და გაიარონ თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული ტრენინგი საგადასახადო საკითხებზე ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტისგან.

სამსაათიანი ინტენსიური კურსი, რომელიც მოიცავს საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს, კერძოდ მოგების გადასახადის შეცვლას, დაეხმარება მცირე და საშუალო ორგანიზაციებს, ადვილად ადაპტირდნენ ახალ კანონმდებლობასთან.

გარდა ამისა, თიბისი ბანკი ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს ტრენინგებს მენეჯმენტის ისეთ მნიშვნელოვან დარგებში, როგორიცაა ინტერნეტ მარკეტინგი, დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ინოვაციების მართვა .

ტრენინგების მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მართვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და გაძლიერებაა.

ტრენინგში მონაწილე პირები შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას კონკრეტულ სფეროში, მართვის უნარჩვევების გაუმჯობესებას, ფინანსების სწორად მართვასა და ტექნოლოგიური სერვისების სწორად გამოყენებას, რაც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

ტრენინგში მონაწილეობა ყველას შეუძლია, იმისდა მიუხედავად, სარგებლობს თუ არა ესა თუ ის კომპანია თიბისი ბანკის მომსახურებით.

ტრენინგები მიმდინარეობს თიბისი ბანკის ვაკის ფილიალში (ჭავჭავაძის გამზ 11) . რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მცირე ან საშუალო კომპანიის მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანს ვებგვერდზე http://tbcbusiness.ge/ .

ტრენინგებს უძღვებიან თავის დარგში საუკეთესო სპეციალისტები: ლია ნადიბაიძე, დავით პაპიაშვილი, ანდრო დგებუაძე და ლევან ლეფსვერიძე. სულ მალე ტრენინგებს დაემატება ახალი თემა - ადამიანური რესურსების მართვა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100