სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook-ჩანაწერი: სოფელი აიბღა რუსეთის აქილევსის ქუსლად უნდა იქცეს

რუსეთის ფედერაცის ხელისუფლება სოჭის ოლიმპიადის ჩატარების ადგილზე "უსაფრთხოების გაძლიერებისა და არეალის გაფართოების" მიზნით ახდენს საქართველოს ტერიტორიის პირდაპირ ანექსიას.

გასულ კვირას ადლერის რაიონის სამართალდამცავები სოფელ აიბღაში იმყოფებოდნენ, რათა იქ რუსული სამართალდამცველი და ადმინისტრაციული სტრუქტურები დაემკვიდრებინათ. რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიაზე ქმნის უბნის ინსპექტორების ინსტიტუტს, რომელიც წარმოადგენს ადმინისტაციულ-სამართალდამცველ სტრუქტურას.

რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის გავრცელებისათვის რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მმართველობის სოფელ აიბღაში გადმოტანით, რუსეთის ფედერაცია ახდენს საერთაშორისო სამართლით ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის ნაწილის პირდაპირ ანექსიას.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის პირდაპირი ანექსიის გარდა, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება ოკუპაციური ძალების გაზრდა "სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების გაძლიერების" საბაბის გამო(?!)

ეს უკვე იძლევა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში საერთაშორისო კრიმინალური ქმედებების გამომწვევ მიზეზად სოჭის ოლიმპიადის აღიარების საბაბს.

ამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გასცეს კომპეტენტური პასუხი.

ოკუპაციურ ზონაში საოკუპაციო ძალების გაზრდისა და საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის პირდაპირი ანექსია რუსული ოკუპაციური ძალების მიერ, შემდეგ სკანდალურ სურათს ქმნის - ოლიმპიადა გადაიქცა ოკუპაციის განვითარებისა და გაძლიერების საბაბად და ოლიმპიადა იქცა საქართველოს ტერიტორიის (აიბღას მიმდებარე, რუსეთთან მოსაზღვრე საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია) პირდაპირი ანექსიის მიზეზად.

ამ შემთხვევაში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს უნდა წარედგინოს მოთხოვნა - გამოიძიოს ეს ფაქტი და აღკვეთოს ოლიმპიადის ჩატარება იმ ადგილას, სადაც ოლიმპიადა ნებისმიერი არასამართლებრივი სახელმწიფოთშორისი ქმედების მიზეზი და საბაბი ხდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100