მარნეულში სავარაუდოდ პოლიციის დამატებითი ძალები გაგზავნეს
მარნეულში პოლიციის პიკაპები შედიან. შსს-მ დამატებითი დანაყოფების გაგზავნის გადაწყვეტილება სავარაუდოდ ვითარების გართულებების პრევენციის გამო მიიღო. მარნეულში დილიდან შეინიშნება უბნებთან დაძაბულობა.
ცოტა ხნის წინ იქ ნაციონალური მოძრაობის კომისიის ერთ-ერთ წევრს სცემეს. არსებული ინფორმაციით, კომისიის წევრს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატი გაუსწორდა. ინციდენტი N48 საარჩევნო უბანზე მოხდა.
კომენტარი