10 რჩევა სექსზე, რომლებიც აქამდე არ იცოდით
რა დროც არ უნდა იყოს გასული თვქენს ურთიერთობაში, ყოველთვის საჭიროა წყვილმა ერთმანეთს გული გადაუშალოთ და ერთმანეთი ახლიდან შეიცნოთ, განსაკუთრებით ინტიმურ დეტალებში. წარმოგიდგენთ 10 რჩევას, რომელიც თქვენს ურთიერთობას უფრო გაახალისებს და საინტერესოს გახდის.
მიიღეთ ერთად თბილი აბაზანა - ყველაფერი ტრადიციუოლად დაიწყეთ: რომანტიკული სანთლები, ნაზი სურნელება, წყალში გაურიეთ ზეთოვანი ხსნარი, რაც უფრო გაგიღვივებთ ლტოლვას. ამ ყველაფრის შემდეგ სექსი უფრო ხანგრძლივი, ნაზი და სასიამოვნო იქნება.
ჩაიცვით სექსუალური თეთრეული - მხოლოდ სექსუალური საცვლები საკმარისი არაა, აუცილებელია სხვადასხვა თეთრეული, გამჭვირვალე პერანგი, გამომწვევი ჩულქები, რაიმე ინტიმური სამკაულიც თუ დაემატება, უკეთესი იქნება. ეს თქვენს პარტნიორს ძალიან აღაგზნებს და ურო მეტად მოანდომებს თქვენს თავს.
გაუკეთეთ თქვენს პარტნიორს მომადუნებელი მასაჟი - სხეულზე ნაზი და ინტიმური შეხება სექსისთვის განაწყობს ყველაზე გადაღლილ მამაკაცსაც, რომელსაც მძიმე სამუშაო დღე ჰქონდა. დაიწყეთ ზურგისა და კისრის არედან და სათითაო ადგილები ნაზად დაუმუშავეთ.
მოამზადეთ რომანტიკული ვახშამი - ორ ადამიანს შორის არსებული ინტიმური გარემო ყოველთვის სასიამოვნო სექსის წინაპირობაა და აქ მნიშვნელობა არ აქვს საჭმლის მენიუს, მთავარი ის გარემოა, რომელსაც თქვენს პარტნიორს შეუქმნით. და არ დაგავიწყდეთ, მამაკაცებს სიამოვნებთ ქალის ღიმილი, ამიტომ მის ხუმრობებზე ხშირად უნდა გაიღიმოთ.
შეიყვარეთ საკუთარი სხეული - უამრავ ქალს აქვს საკუთარი სხეულის კომპლექსი და ეს განწყობა მამაკაცზეც გადმოდის. თუ თქვენს თავს ისეთად მიიღებთ, როგორიც ხართ და შეიყვარებთ, მამაკაცი უდიდეს ნაკლსაც ვერ აღმოაჩენს მასში, რადგან თქვენი თავდაჯერებულობა მასაც დააჯერებს, რომ ყველაზე ლამაზი ხართ. ამისათვის საჭიროა სარკის წინ გაშიშვლდეთ და დიდ ხანს უყუროთ თქვენს სხეულს, ასე უფრო მარტივად მოგეხსნებათ კომპლექსი.
ითამაშეთ სხვადასხვა როლები - იმისათვის, რომ თქვენი პარტნიორისთვის შესაბამისი როლი განასახიეროთ, მას საუკეთესოდ უნდა იცნობდეთ, თუმცა მამაკაცს მაინც სიამოვნებს საკუთარი პარტნიორის სხვადასხვა როლში ხილვა, განსაკუთრებით თუ ეს ინიციატივა მისი საყვარელი ქალისგან მოდის.
ხშირად აკოცეთ ერთმანეთს - ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ წყვილს შორის ხშირი კოცნა უფრო და უფრო იკლებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცედურა ყველაზე მეტად აღაგზნებს ორივე სქესს. მხურვალე კოცნა ყოველთვის აძლიერებს ლიბიდოს და ურთიერთობაშიც უფრო მეტი სინაზე შემოაქვს.
სექსის დროს თვალებს ნუ დახუჭავთ - ყოველთვის ადევნეთ თვალი იმ პროცესს, რაც თქვენსა და თქვენ პარტნიორს შორის ხდება. მართალია, ვიზუალური მხარე მამაკაცისთვის უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა ქალები არანაკლებ სიამოვნებას იღებენ საკუთარი პარტნიორის სექსუალური ქმედებებით. ეს ორგაზმის მიღწევაშიც უფრო მეტად დაგეხმარებათ.
სცადეთ განსხვავებული და ახალი პოზები - აუცილებელი არაა კონკრეტული პოზები „კამასუტრაში“ ეძიოთ, მთავარია იყოს რაღაც ახალი და განსხვავებული, რომელშიც ორივე პარტნიორი კომფორტულად იგრძნობს თავს. ამისათვის კი მხოლოდ ფანტაზიაც კმარა.
ნუ მოგერიდებათ ხმაურიანი პროცესის - ემოციების შეკავება საწოლში რეკომენდირებული არაა, რადგან გარკვეული ბარიერები წარმოიქმნება წყვილს შორის, რაც ერთმანეთისგან აუცხოებს მათ. ამასთან, სიამოვნების გამომხატველი ბგერები ორივე მათგანისთვის უფრო სასიამოვნოს გახდის პროცესს და მეტად გაუღვივებს ფანტაზიას. მამაკაცებს იმ ქალებთან უფრო სიამოვნებთ ინტიმური ურთიერთობა, რომლებიც ემოციებს ღიად გამოხატავენ.
კომენტარი