სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რჩევები მათ ვისაც ყოფილის დავიწყება სურს

„ვერ ვივიწყებ ჩემს ყოფილს“ - ეს საკითხი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აქტუალურია და არც საქართველო გახლავთ გამონაკლისი. პოპულარულ საიტზე forum.ge ამ სათაურით თემაც კია გახსნილი, სადაც მრავლად ნახავთ შემდეგი სახის პოსტებს:

„1 წელი გავიდა რაც დამშორდა.. მეგობრულად მოკითხვის დონეზე ვურთიერთობთ... მაგრამ ვერ ვივიწყებ და მიყვარს ისევ“

„ვერ დავივიწყე და ვერც დავივიწყებ ! თუმცა ვერასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს რომ ამდენი დრო დავუთმე მასზე ფიქრს“

„გადაყვარება შეიძლება აი დავიწყება არა, შენი ცხოვრების ნაწილი იყო და შეეგუე ამას ვერსად გააქრობ“

„მთელი ცხოვრება ვატარებ იმ დაღს რასაც მასთან ურთიერთობის შეცდომა ქვია და რომ არ გამეცნო ალბათ ბედნიერი ვიქნებოდი იმიტომ რომ ცუდის მეტი არაფელი ყოფილა მთლიანად გამანადგურა!“

„3 წელი მიყვარდა დაშორების შემდეეგ მაგრაამ ეხლაა ვსოო... თითქმის არც კი მახსენდებააა..“

სწორედ ამიტომ droni.ge-მ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ ამერიკელი ფსიქოლოგების რჩევები, მათთვის ვისაც ყოფილის დავიწყება უნდა.

არ ეკონტაქტო!

გადაყარე ყველა ნივთი, რომელიც მის თავს გახსენებს.

მორჩი იმაზე ფიქრს, რომ ის იდიალურია.

შეწყვიტე მისი პროფილის შემოწმება სოციალურ ქსელში.

ნუ გადაიკითხავ მის ძველ მესიჯებს.

თავი აარიდე იმ ადგილებს, რომლებსაც ის სტუმრობს.

მოეშვი დასრულებული ურთიერთობის გაანალიზებას.

ნუ მოუსმენ სევდიან მუსიკას.

გაერთე მეგობრებთან ერთად.

დაიწყე ზრუნვა საკუთარ სხეულსა და გარეგნობაზე.

გააკეთე ყველაფერი ის რისი გაკეთებაც შეყვარებულის გამო არ შეგეძლო.

წადი პაემანზე სხვასთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100