სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„გლობალური ალიანსის“ გამოცდილება და რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობისთვის

ამირან გამყრელიძე: „ბატონო კუშნერ, თქვენ უნდა აუხსნათ მათ, რომ საფრანგეთში მშპ 10 %, უნგრეთში 7%, ჩვენთან 2,7%, საქართველოს მინიმუმ 5 პროცენტი ჭირდება, რათა მივაღწიოთ მიზანს“

“გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო სექტორისა და სამედიცინო სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ბერნარ კუშნერი მიესალმება და წარმატებული უწოდა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას და მათ აქტიურ ჩართულობას პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით. “დღეს პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს ,,გლობალურ ალიანსთან“ სხვადასხვა საკითხებზე და მათ შორის ერთ-ერთი პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და მისი გაძლიერების სტრატეგიის შემუშავებაა, -განმარტა კუშნერმა და აღნიშნული რეკომენდაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს რეკომენდაციები, რადგან ისინი დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი ექსპერტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა მოხდეს ამ რეკომენდაციების ადაპტირება საქართველოს კონტექსტზე. საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი სტრატეგიის სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის. რომელიც საბოლოო ჯამში გაზრდის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ასევე იქნება მოწოდებული გარკვეული მასტიმულირებელი მექანიზმები იმისათვის, თუ როგორ ავამაღლოთ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და, ზოგადად, როგორ გავზარდოთ პირველადი ჯანდაცვის ექიმების მოტივაცია”.

ბერნარ კუშნერმა ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC) ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა და მათთან ერთად პირველადი ჯანდაცვისა და მიმდინარე რეფორმების საკითხებზე იმსჯელა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „გლობალური ალიანსის“ სტრატეგიული დაგეგმარების ხელმძღვნელი, ექსპერტი პიტერ მაკარა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები.

“უკვე მესამედ გვაქვს მცდელობა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმა განვახორციელოთ. პირველად იყო 90-იანებში, როდესაც შემუშავდა კონცეფცია, რომელიც ეფუძნებოდა გაერთიანებული სამეფოს მოდელს. მეორე მცდელობა იყო 2002-2003 წლებში, როდესაც მსოფლიო ბანკმა მოახდინა ინიცირება, ასევე იყვნენ სხვა დონორი ორგანიზაციებიც. ზოგი რამ მაშინ განხორციელდა, მაგრამ ახლა მესამე მცდელობაა აღნიშნული რეფორმის განხორციელებისა. მთავარი არის რომ ეს მცდელობა იყოს გაცილებით წარმატებული, ვიდრე პირველი ორი. იმედი მაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის აღნიშნული რეფორმა წარმატებით დასრულდება. მთავარი პრობლემა არის დაფინანსება. რა თქმა უნდა, პოლიტიკრი მზადყოფნა მთავარი და მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი სამჯერ უნდა გაიზარდოს. საქართველოს ისტორიაში პირველად, მხოლოდ 2012 წელს გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი,მაშინ როცა ახალი მთავრობა მოვიდა, დღეს, ბატონი კუშნერის გამოცდილება და რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის. კუშნერმა ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი მთავრობისთვის 2008 წელს , როცდესაც საფრანგეთმა გააჩერა რუსეთ-საქართველოს ომი. თუ განვითარების ამ ეტაპზე მისი რეკომენდაცია იქნება გათალისინებული და მინიმუმ გააორმაგებენ ბიუჯეტს, ძალიან კარგი იქნება - აღნიშნა დაავადებათ კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და ბერნარ კუშნერს მიმართა: „ბატონო კუშნერ, თქვენ უნდა აუხსნათ მათ, რომ საფრანგეთში მშპ 10 %, ჩვენთან 2,7%, უნგრეთში 7%, საქართველოს მინიმუმ 5 პროცენტი ჭირდება, რათა მივაღწიოთ მიზანს და რაც გაწერილი„გლობალური ალიანსის“ მიერ მოწოდებულ დოკუმენტში.

„საქართველოს მთავრობამ პირველადი ჯანდაცვა ქვეყნის პრიორიტეტად აღიარა, სადაც მნიშვნელოვანი ქმედითი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყოდა ეს მისასალმებელია“, - აღნიშნა ექსპერტმა პიტერ მაკარამ და მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, ამასთან, აღნიშნა, რომ მისი სწორად და მიზანმიმართულად განხროციელება აუციელებელია და მის სირთულეზეც მიანიშნა: თავდაპირველად, საჭიროა ადამიანების ცხოვრების წესის შეცვლა. მახსოვს ჩემს ქვეყანაში გავიარეთ გარკვეული ეტაპები, გარკვეული სირთულეები, თუ როგორ უნდა შეგვეცვალა სისტემა. დღეს ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო ქირურგიული ოპერაციების კომპენსაცია კერძო კლინიკებში თითქმის იგივეა, რაც საზოგადოებრივ საავადმყოფოებში, მაგრამ ამას დასჭირდება წლები. თუ შესაძლებელია ექიმებს უფრო მეტი უნდა გადავუხადოთ. სხვაგვარად, ისინი კერძო სისტემაში წავლენ. ამ ყველაფრის ასე ჩამოყალიბება მარტივია, მაგრამ საკმაოდ რთულია ამის განხორციელება. სწორედ, პროცესების სწორად დარეგულირებაში “გლობალური ალიანსისგან“ საჭირო და დროულ რეკომენდაციებს მიიღებთ“.

დასასრულს, ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და "გლობალური ალიანსის" ერთობლივი საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელზეც საქართველოს მთავრობასა და ალიანსს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებული მომზადებული პროექტები წარადგინეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100