სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ურალის პოლიცია დაკავებულთა გეი-პორნოს გადაღებით ერთობოდა

სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ ტურინსკის პოლიციაში პორნოსკანდალია. პოლიციელებმა ქუჩაში ორი ნასვამი მამაკაცი დააკავეს და განყოფილებაში მიიყვანეს. საქმის გარკვევამდე გისოსებში მოათავსეს, თუმცა, მოულოდნელად, დაკავებულები სექსით დაკავდნენ.

როგორც რუსული გაზეთები წერენ, მოწყენილმა პოლიციელებმა გასართობი ნახეს და მობილური ტელეფონებით ცოცხალი გეი-პორნოს გადაღება დაიწყეს.

იმის შესახებ, თუ როგორ ერთობა ტურინსკის პოლიცია, მალე სამხარეო განყოფილებამ შეიტყო. სვერდლოვსკის პოლიციის უფროსმა მიხაილ ბოროდინმა ტურინსკში მომხდარი ინცინდენტის გამოსაძიებლად კომისია გაგზავნა. ლეიტენანტი ვიტალი პალევინი და სერჟანტი ალექსეი რეშეტოვი კი სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს. დასჯას უპირებენ პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელობასაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100