პარლამენტის შესასვლელთან „ლელოს" წევრებსა და პოლიციას შორის ფიკური დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის შესასვლელთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
„ლელოს“ წევრები, მათ შორის კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში შესვლას და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დასწრებას ცდილობდნენ, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცკაციან სიას უნდა უყარონ კენჭი, რასაც მათსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ისინი სკანდირებენ: „სირცხვილია“, „სირცხვილია“.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა, უზენაესი სასამართლოს არც ერთი კანდიდატი არ უნდა გამწესდეს, რადგან არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების და კომპეტენცის კრიტერიუმებს.
„გვინდა, რომ პარლამენტში შევიდეთ კანონის ყველა ნორმის დაცვით, დაშვებულია საშვები. ჩვენს გარდა აქ არის იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. კომიტეტის სხდომა ღიაა, თუმცა აქ დგანან პოლიციელები, რომლებიც არ გვაძლევენ შესვლის საშუალებას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კომენტარი