სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შარლი ებდო" მონაგონი იქნება" - პრესა.ჯი-ს ტერორისტული აქტით ემუქრებიან

ინტერნეტ მედია ჯგუფის ერთ-ერთ პორტალს, პრესა.ჯი-ს მეორე "შარლი ებდოს" მოწყობით ემუქრებიან - საიტის ფეისბუქ გვერდზე მოვიდა შეტყობინება, სადაც კონკრეტული პირი ტერორისტული აქტით იმუქრება.

ფეიჯზე მოსულ შეტყობინებას ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე სოციალური ქსელში ვრცელი პოსტით პასუხობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaსასწრაფოდ იპოვეთ და მიწიდან ამოიღეთ ეს არსება, რომელიც "შარლი ებდოს" მოწყობით გვემუქრება.
მივმართავ ხელისუფლების პირველ პირებს, მის არაფორმალურ მმართველს: თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს ჩვენი მედია კომპანიის რომელიმე თანამშრომელს, პასუხს აგებთ პირადად და პერსონალურად.
"შარლი ებდოთი" კი არა, სულ რომ "ჯამალ ჰაშოღით" დაგვემუქროთ, მაინც წამოვწევთ თქვენს კორუფციულ თემებსა და ქონების მიტაცების ფაქტებს...
US Embassy Tbilisi, Georgia ვთხოვ ამერიკის საელჩოს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობოებს, დაინტერესდნენ ამ სახიფათო, სერიული მკვლელობის მუქარის ფაქტით.
P.S: ვინც არ იცის, მათთვის: 2015 წლის 7 იანვარს, ფრანგულ ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალს, "შარლი ებდოს“, შეიარაღებული ტერორისტები დაესხნენ თავს და 12 ადამიანი მოკლეს" - წერს გიორგი კაპანაძე ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100