მე რა მაქვს საბოდიშო?! - ალუდა ღუდუშაური
ალუდა ღუდუშაური თვლის, რომ საბოდიშო არაფერი აქვს. მისი თქმით, ქალი დეპუტატები და კონკრეტულად ანი წითლიძე უზრდელობით გამოირჩევა.
"მე რა მაქ საბოდიშო?! ანი წითლიძე უზრდელობით გამოირჩევა, ჩვენ არ უნდა ავყვეთ მათ პროვოცირებას. არაფერი სექსისტური განცხადება არ ყოფილა. აბსოლუტურად." - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.
დღეს კი პარლამენტში ოპოზიცია ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ განცხადებებს აპროტესტებს. სხდომა ვერ იწყება. ოპოზიციის ნაწილი დარბაზიდან გააძევეს.
კომენტარი