სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიშელ ობამამ ელიტარული თეთრეული ყატარის დედოფალთან ერთად იყიდა

კორსეტები, ბიუსტჰალტერები და საცურაო კოსტუმები – ამერიკის პირველმა ლედიმ მედისონ ავენიუზე, ბუტიკ Agent Provocateur–ში, სავარაუდოდ, სწორედ ეს ნაწარმი იყიდა და, როგორც ამერიკული ბულვარული პრესა წერს, საერთო ჯამში, დაახლოებით 50 ათასი დოლარი გადაიხადა.

შოპინგზე აშშ–ის პირველი ლედი ყატარის დედოფალთან, შეიხ მოზასთან ერთად წავიდა და მიუხედავად იმისა, რომ მიშელი მოკრძალებული მას–მარკეტების კლიენტად ითვლება, ხელით დამზადებული საცვლებისა და საცურაო კოსტუმებისთვის ფული არ დაინანა.

Agent Provocateur–ში ძველი ჰოლივუდის სტილში დამზადებული გარდერობის ტანსაცმლის სახეობა მინიმუმ, 1.600 დოლარი ღირს. იქედან გამომდინარე, რომ ორი პირველი ლედი ამ მაღაზიაში ნამდვილად იყვნენ, ხოლო მაღაზიაში მხოლოდ ქალის თეთრეული იყიდება, ბულვარულმა პრესამ დაასკვნა, რომ მიშელ ობამამ მეუღლის გაოცება გადაწყვიტა და ყატარის დედოფალს ფულის ხარჯვაში არ ჩამორჩა.

მაღაზიის დირექტორმა ჰარი ჰოგარტმა უარი განაცხადა, დაესახელებინა მისი მუდმივი მომხმარებლების ვინაობა, თუმცა, არ დაუმალავს, რომ მათ უმრავლესობას ცნობილი ადამიანები შეადგენენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ორი პირველი ლედის მიერ ამ მაღაზიის არჩევამ განაპირობა Agent Provocateur–ის ქსელში გაყიდული პროდუქციის მატება მთელ ქვეყანაში, მთელი 12%–ით. ამასთან, კონკრეტულად რა შეიძინა მიშელ ობამამ მაღაზიაში, არ დასახელებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100