"ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია" - მიხეილ სააკაშვილის ახალი მიმართვა
"ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია, ვამაყობთ თქვენით" - ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა წაუკითხა: "ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად, ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური, აქედან რამდენიმეში წინ არის ნაციონალური მოძრაობა. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
კომენტარი