სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეთა თოფურია ვოისის ისტორიაში ყველაზე გულუხვი მწვრთნელი აღმოჩნდა

ქეთა თოფურია ვოისის ისტორიაში ყველაზე გულუხვი მწვრთნელი აღმოჩნდა. მომღერალმა საკუთარი გუნდის წევრებს ძვირადღირებული სამოსი აჩუქა.

როგორც დრონი.ჯი-სთან საუბარში პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ დაადასტურა, თოფურიამ თავისი გუნდის მომღერლების ნაწილი საკუთარი ბრენდის ketione-ის კაბებში გამოაწყო და გადაცემის ჩაწერის შემდეგ სასცენო სამოსი მათ საჩუქრად გადასცა. მონაწილეთა მეორე ნაწილს კი დიზაინერ ლაშა ჯოხაძის კაბები თავისი ფულით უყიდა.

„ეს ქეთას იდეა იყო რა თქმა უნდა. ბავშვებს ძალიან გაუხარდათ ეს საჩუქარი. მომავალშიც თუ დაგვრჩა გოგონები გუნდში და თუ მოესწრო მათი ზომის სამოსის შეკერვა აუცილებლად ketione-ის კაბებს ჩავაცმევთ“ - განაცხადა ნატო დუმბაძემ დრონისთან საუბრისას.

ცნობისთვის გადაცემის მსვლელობისას არავის უხსენებია ქეთას გულუხვობა და მონაწილეებისთვის ნაჩუქარი სამოსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომღერალს ეს საკუთარი თავის ან საკუთარი ბრენდის პიარისთვის არ გაუკეთებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ketione-ს სამოსის ფასები 1000 დოლარიდან იწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100