სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი: ვფიქრობ, რომ არავითარი პრობლემა არ იქნება ახალი მთავრობის დამტკიცების

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა, პარლამენტისგან ნდობას მიიღებს, - ამის შესახებ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"მე ვფიქრობ, რომ კითხვაც არ ისმის, რომ ნდობას მიიღებს, რამეთუ გუნდს პარლამენტში ჰყავს უმრავლესობა. ხმების პრობლემა არ არსებობს. შიდა დაპირისპირებაზე მე არაფერი გამიგია. ვფიქრობ, რომ არავითარი პრობლემა არ იქნება ახალი მთავრობის დამტკიცების", - განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა იგი თავად ხელისუფლებაში დაბრუნებას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამის არავითარი მიზეზი არ არის.
"მე რატომ უნდა დავბრუნდე, არ ჩანს ამის არანაირი მიზეზი", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100