ხანძარი დადიანის ქუჩაზე - ოთხსართულიან შენობაში პირველ სართულზე დასაწყობებული სუნამოები და ტანსაცმელი იწვის
თბილისში ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი სპორტკომპლექსის შენობაში ხანძარია.
ოთხსართულიან შენობაში პირველ სართულზე დასაწყობებული სუნამოები და ტანსაცმელი იწვის. ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო მანქანა. ხანძარი უკვე ლიდვიდირებულია. არ არიან დაშავებულები.
კომენტარი