მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია
ახალი ხელისუფლების მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანის დაკავების ფაქტს საქართველოს ყველა რეგიონში აპროტესტებენ.
აქციას სამეგრელოს სხვადასხვა რაიონიდანაც შეუერთდნენ. მონაწილეებმა, აქციაზე ეროვნული დროშები და მერაბიშვილის მხარდამჭერი პლაკატები მიიტანეს. "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, ლაშა დამენიას შეფასებით, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა.
ბათუმის იუსტიციის სახლთან შეკრებილები კი ვანო მერაბიშვილის სახელს სკანდირებენ და პოლიტიკურად მოტივირებული დაჭერების შეწყვეტას ითხოვენ.
„შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები“, „თავისუფლება ვანოს“, „მერაბიშვილი ივანიშვილის პირადი პატიმარია“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
სხვადასხვა რაიონის წარმომადგენლების მსგავსად ბათუმელებიც აცხადებენ, რომ მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარია. აქციას საქართველოს პარლამენტის წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან" მიხეილ მახარაძე და ომარ მეგრელიძე ესწრებიან.
ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთანაც. იქ, ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა აქცია შეძახილების ფონზე მიმდინარეობს.
აქციაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
კომენტარი