სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წითელასა და ღორის გრიპის ავადობის რიცხვი არ შემცირებულა - საგანგაშო სტატისტიკა

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია, თუმცა რადიკალური კლება არ შეინიშნება. მიუხედავად ამისა, თბილისში, ის ხუთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც უკვე მეორე კვირაა მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ემსახურება - საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.

რაც შეეხება მიმართვიანობას წითელასთან დაკავშირებით - ის არ შემცირებულა. დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

„გრიპთან დაკავშირებით შეჯამდა იანვრის მესამე კვირის მონაცემები, ავადობის მაჩვენებელი დაახლოებით იგივე დიაპაზონშია, რაც მეორე კვირაში.

ტენდენცია კლების არის გრიპის, მაგრამ რადიკალური კლება არ გვაქვს. წითელას ავადობასთან დაკავშირებით, კლება არ შეინიშნება. ამიტომ, არის მოწოდება, წითელას ეპიდაფეთქება რომ შევაჩეროთ, ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია“ - ამბობს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100