სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტის შესასვლელები რკინის კონსტრუქციებისგან თავისუფალია

პარლამენტის შესასვლელები, რომელიც გუშინ პოლიციას რკინის კონსტრუქციებით ჰქონდა ჩაკეტილი, დღეს გახსნილია.

პარლამენტის ყველა შესასვლეთან პოლიცია დგას, თუმცა მათი განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება. რაც შეეხება პარლამენტის წინა მხარეს, იქ კვლავ კარვები დგას და აქციის რამდენიმე მონაწილე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერებმა და სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა პარლამენტის პიკეტირება დაანონსეს. გუშინ მათ პიკეტირება ვერ მოახერხეს, რადგან პოლიციას შესასვლელები ბლოკირებული ჰქონდა.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს კომიტეტების სხდომები და პლენარული სხდომაა დანიშნული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100