სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მახაჩყალაში ФСБ–ს ვიცე–პოლკოვნიკი მოკლეს

დაღესტნის სამართალდამცველი ორგანოების ცნობით, მკვლელობა გუშინ, დაახლოებით 23.00 საათზე მოხდა. რუსი ვიცე–პოლკოვნიკი მახაჩყალაში, იმამ შამილის პროსპექტზე მდებარე ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩაცხრილეს. უცნობმა პირმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. წინასწარი ინფორმაციით, მიღებული ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა და ФСБ–ს ვიცე–პოლკოვნიკი მაგომედოვი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100