დანაშაულის სტატისტიკა საქართველოში 2014 წლის იანვარ-აგვისტო. შსს-ს მონაცემები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს 2014 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდის დანაშაულის სტატისტიკას.
„შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით: 2014 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 17458 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 10583 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 60,62%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17,05 %“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში
კომენტარი