სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არ ვიცი შეამცირა თუ არ ჩინეთმა კორონავირუსის სტატისტიკა, მე ჩინელი ბუღალტერი არ ვარ"

დრამატულად იზრდება სიკვდილიანობის და ინფიცირების სტატისტიკა შეერთებულ შტატებში. აქ ბოლო 24 საათში "კოვიდ-19"-მა ათასზე მეტი ამერიკელი იმსხვერპლა. შტატებში საერთო ჯამში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 215 ათას გადასცდა.

შეერთებულ შტატებში სამედიცინო აღჭურვილობაზე სერიოზული კრიზისია. პაციენტების სიმრავლის გამო ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში საველე ჰოსპიტალი გაიხსნა. საავადმყოფოში 68 საწოლია განთავსებული.

ნიუ იორკში კორონავირუსის გამო ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. მეგაპოლისი შტატებში ეპიდემიის გავრცელების ეპიცენტრად იქცა. აქ ახალი კორონავირუსის 87 712 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რიცხვი კი 1 941-ს შეადგენს.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს და ერთობლივი ძალებით მუშაობენ ვირუსის დასამარცხებლად.

"რთული დღეები წინ გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ერი შეშინდება. ჩვენ ამ ომში გავიმარჯვებთ. რაც შეეხება, ჩინეთს. არ ვიცი შეამცირა თუ არა კორონავირუსის სტატისტიკა. მე ჩინელი ბუღალტერი არ ვარ. ვესაუბრე ჩინეთის პრეზიდენტს, ჩვენ ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ ვირუსის შესაჩერებლად" - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100