სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია აბდალაძის აღიარებითი ჩვენების შინაარსს პროკურატურა 18 ივლისს გაავრცელებს

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი აბდალაძის დაკითხვის შინნარსისა და საქმესთან დაკავშირებული სხვა დეტალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ხვალ, 18 ივლისს, გავრცელდება. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ადვოკატების თანდასწრებით დაიკითხა ბრალდებული გიორგი აბდალაძე. დაკითხვის შინაარსისა და გამოძიების სხვა დეტალების შესახებ საზოგადოება დამატებით ინფორმაციას ორშაბათს მიიღებს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სავარაუდოდ, საზოგადოებას წარედგინება აბდალაძის აღიარებითი ჩვენება, რომელიც მან ადვოკატების თანდასწრებით გამოძიებას მისცა.

"ვადასტურებ, რომ აბდალაძემ აღიარებოითი ჩვენება მისცა, თუმცა არსებობს რამდენიმე საეჭვო გარემოება. კერძოდ, დაკითხვამდე 10 წუთით ადრე ჩვენ გვქონდა საშუალება გავსაუბრებოდით გიორგი აბდალაძეს, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა და მას არაფერში ბრალი და მით უმეტეს ჯაშუშობაში არ მიუძღვის. 10 წუთის შემდეგ, კი როდესაც ოფიციალური დაკითხვა დაიწყო კამერების თანხლებით და როდესაც ოთახში გამომძიებელი და პროკურორი შემოვიდნენ აბდალაძემ ბრალი აღიარა, ასახა დეტალები და ა.შ.", _ განმარტა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.

მთავარი პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გრძელდება ბრალდებულთა დაკითხვის პროცესიც.

შეგახსნებეთ, რომ 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულ იქნენ ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი).
ვადის ფარგლებში სამართალდამცავებმა ფოტორეპორტიორებს - ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძეს და გიორგი აბდალაძეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე - ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს.
გამოძიებამ 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე. გამოძიებას აღიარებთი ჩვენება მისცა ირაკლი გედენიძემაც. გავრცელადა ინფორმაცია, რომ ბრალი აღიარა ზურაბ ქურციკიძემაც, თუმცა ოფიციალურად არ დადსტურებულა. აღიარებითი ჩვენება მისცა გიორგი აბდალაძემაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100