სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარაქ ობამა: "ალ ქაიდა" დამარცხდება

"ალ ქაიდა დამარცხდება", - ასეთი პირობა მისცა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ სპეცდანიშნულების რაზმის, "ზღვის ლომების" მებრძოლებს.


ბარაქ ობამა ამერიკის კენტუკის შტატში განთავსებულ სამხედრო ბაზას, "ფორსტ კემბელს" ეწვია და სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.


პირადი შემადგენლობის წინაშე გამოსვლისას ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა: "ჩვენ ისეთი ზეწოლა განვახორციელეთ ტერორისტებზე, საზღვრის ორივე მხარეს, როგორიც არ ყოფილა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ჩვენი სტრატეგია მუშაობს და ამის დასტურია, ის რომ სიმართლემ იზეიმა, ბინ ლადენი ლიკვიდირებულია."


უცხოური სააგენტობის ინფორმაციით, საზღვარში ობამა გულისხმობდა ავღანეთის და პაკისტანის სასაზღვრო ტერიტორიას.


ამერიკის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ მძიმე ბრძოლა გრძელდება, უახლოეს თვეებში ამერიკა ავღანეთში უსაფრთხოების სამსახურებს გადასცემს საბრძოლო მოქმედებების ხელმძღვანმელობას და ზაფხულიდან დაიწყება ამერიკული სამხედრო შენაერთების შემცირება ავღანეთის ტერიტორიაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100