სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორში გრიპის ვირუსით ქალი გარდაიცვალა

გორში 39 წლის ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. ის კლინიკა "გორმედში" გუშინ, 2 იანვარს, სუნთქვის უკმარისობითა და ცხელებით შეიყვანეს.

ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, რის გამოც ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე, თუმცა მედიკოსების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი (H1N1) ამას ექსპერტიზა დაადგენს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა. უახლესი სტატისტიკით, 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 276 ადამიანია დაავადებული, წინა კვირაში კი ეს მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 221 ადამიანი იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100