"ძლივს გამოვასწარით, პირველი სართულზე ყველაფერი გაგვინადგურდა" - სტიქია გურიაში
გურიაში ისევ გადაუღებლად წვიმს. მოსახლეობას გაუნადგურდა ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ფრინველი.
ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
პირველი სართული ავეჯიან ყველაფრიანად გაფუჭებულია. წყალი იდგა პირველ სართულზე, ძლივს გამოვასწარით ოთახიდან. შვილიშვილებს ეძინა, ერთი ის მოვასწარი, რომ გავაღვიძე და გამოვიყვანე. პატარა ხრეში ვერ დავაყრევინეთ ხელისუფლებას, რომ წვიმიან ამინდში შიგნით". - ამბობს ადგილობრივი.
გურიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორამდე გაიზარდა.. ცოტა ხნის წინ მაშველებმა 80 წლის ქალი ცხედარს მიაგნეს. მარტოხელა პენსიონერი სოფელ სილაურიდანაა. ამ დრომდე მაშველები ეძებენ კიდევ ერთ დაკარგულ სკოლის მოსწავლეს. ადგილზე ვითარება კრიტიკულია. მეწყერსაშიშ ზონად გადაქცეულ სოფლებში ისევ გადაუღებლად წვიმს, რაც სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ართულებს.
კომენტარი