ირანის კონსულმა, მარიამ კოჩალიძის საქმეზე სამართალდამცველებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა
ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა აჰმად რეზა არზიანიმ ბათუმის ახალ ბულვარში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის საქმესთან დაკავშირებით ქართველ სამართალდამცველებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. კონსულის თქმით მკვლელობაში ბრალდებული ირანის მოქალაქე ორი წლის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა და ჯერჯერობით ირანში არ დაბრუნებულა.
„ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ მკვლელობას და მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ სამართალდამცავებს. მივაწოდოთ ინფორმაცია მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ. უკვე გადავეცით მნიშვნელოვანი ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილეს. საზღვრებზე გაძლიერებულია კონტროლი. მკვლელობაში ბრალდებული ბოლო ორი წელის განმავლობაში თურქეთში იმყოფებოდა და ჯერჯერობით ირანში არ დაბრუნებულა. იმედი მაქვს, ამ საქმეს მალე ნათელი მოეფინება და ინციდენტი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე არ აისახება", - განაცხადა აჰმად რეზა არზიანმა.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის მარიამ კოჩალიძე ბათუმის ახალი ბულვარში მოკლული იპოვეს. ეჭვმიტანილი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინტანია.
კომენტარი