კომპანია Apple ქურდია?
პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია „Intertrust Technologies“ Apple-ს სასამართლოში უჩივის. მომჩივანი მხარე Apple-ს იდეების მოპარვაში ადანაშაულებს.
Intertrust Technologies-ს გენერალური დირექტორის ტატალ შამუნ-ის განმარტებით Apple-მა საკუთარი პროდუქციის ნაწილი, კერძოდ iPad, iMac, iPhone, Apple TV, ноутбукам и сервисам iCloud, App Store და iTunes შექმნა Intertrust Technologies მიერ შემუშავებული უსაფრთხოების სისტემის გამოყენებით შექმნა, Intertrust Technologies-ს კი ამაში არანაირი ანაზღაურება არ მიუღია.
აღსანიშნავია, რომ 2004 წელს Intertrust Technologies-მა მსგავსი საჩივარი კომპანია მაიკროსოფტის წინააღმდეგაც შეიტანა, სასამართლო პროცესი მოიგო და მაიკროსოფტს Intertrust Technologies-სთვის 440 მლნ დოლარის გადახდა მოუწია. მაიკროსოფტისა და ეფლისგან განსხვავებით წინდახედული აღმოჩნდა Samsung-ის, Panasonic-ის, HTC-ის, LG-ის, Motorola-ის, Adobe-ისა და Nokia-ს ხელმძღვანელობა, რომლებმაც Intertrust Technologies-ისგან ლიცენზია შეიძინეს.
კომენტარი