გოგა ხაჩიძე: მთავრობა არა ლეღვი!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე, გარემოს დაცვის სფეროში არსებულ ერთ-ერთ პრობლემას, ფეისბუქზე ჩვეული იუმორით გამოეხმაურა.
გოგა ხაჩიძე: მინისტრობის რაღაც ეტაპზე ისიც კი ვიფიქრე, ალბათ მთავრობა არ ვევასებით და მაგიტომ, ჯიბრზე ყრიან ნაგავს; ჯიბრზე აბინძურებენ გზებს/თქო.
ახლა, როცა მინისტრი აღარ ვარ, უფრო ობიექტური დასკვნის გამოტანა შეიძლება: მთავრობა არა ლეღვი!
უკულტუროები ვართ, სისუფთავე არ გვევასევა, სიბინძურეს ადვილად ვიტანთ და საკუთარ თავს არ ვცემთ პატივს... შესაბამისად - არც საკუთარ ქვეყანას.
მიდით, დაყარეთ, გაგარ**ით ღირსებაში!
კომენტარი