სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ხალხი დადგება პარლამენტის შენობაში და პარლამენტის გარეთაც, ვიდრე კობახიძე არ გადადგება" - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, მოღალატეობრივი აქტი შემდგარია და ახლა რეაგირებაა საჭირო. ის მოუწოდებს ირაკლი კობახიძეს გადადგომის შესახებ განცხადება სასწრაფოდ გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქცია არ დასრულდება.

„ამ ეტაპზე ყველანი უნდა მოვიდეთ პარლამენტში, პარლამენტის შენობაში უნდა შემოვიდეთ, ამ დღიდან ეს აღარ იწოდება პარლამენტის შენობად, ეს აღარ არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ხალხი უნდა მოვიდეს პარლამენტის შენობაში და დავრჩებით შიგნითაც და გარეთაც, სანამ კობახიძე არ გადადგება.

ვინ ხართ ხალხო, არ თვლით თავს შეურაცხყოფილად, იმ რაღაცა სამი ათასი ლარის და ბიზნესების გამო ყველაფერს ხაზის გადაუსვათ? ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ჩაგესვათ ბარემ, იმ სკამში, მოღალატეობრივი აქტი უკვე შემდგარია, ამას სჭირდება რეაგირება და არა მდინარაძის პრუწუნი, რომ ასამბლეა გაგრძელდება სხვა სივრცეში, არსად არ გაგრძელდება. კობახიძე, სადაც არის იქ გააკეთოს განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100