დავით ნარმანია: “ხუდონჰესს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება რეგიონის განვითარებისთვის”
დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია არასამთავრობო სექტორსა და რეგიონულ მედიას შეხვდა. მინისტრმა ვრცელი კომენტარი გააკეთა ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობაზე რეგიონის განვითარებისთვის.
დავით ნარმანია: „ხუდონჰესის პროექტი ჩვენი სამინისტროს მხრიდან არ ხორციელდება. თუმცა, რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებულ კომპონენტში ჩვენი სამინისტრო ჩართულია. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ხუდონჰესს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება რეგიონის განვითარებისათვის. იქ დასაქმდება ასეულობით ადამიანი, შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოსახლეობას გაუჩნდება შემოსავლები და საბოლოო ჯამში ეს პროექტი ძალიან ბევრი სხვა დამხმარე მიმართულებების განვითარებას გამოიწვევს. ამიტომ ამ თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.“
კომენტარი