ტერორისტული მუქარის შემცველი წერილები სოჭის ოლიმპიადის მონაწილეებს
გერმანიის, უნგრეთის, სლოვენიისა
და იტალიის
ოლიმპიურმა კომიტეტებმა
სოჭის ოლიმპიურ
თამაშებში მონაწილეობასთან
დაკავშირებული ტერორისტული
მუქარის შემცველი
წერილები მიიღეს.
ინფორმაციას "ალ
ჯაზირა" ავრცელებს.
გერმანიის
ოლიმპიური
კომიტეტის
განცხადებით,
ტერორისტული
მუქარის შემცველი წერილი მათ ელექტრონული ფოსტით მიიღეს და გერმანიის სათანადო ორგანოებს გადასცეს.
უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის თქმით კი, წერილში მუქარა იმ სპორტსმენებისა და მათი ოჯახის მისამართით იყო, რომლებიც სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას გეგმავენ.
"მიღებული
წერილები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და რუსულ მხარეს გადავუგზავნეთ. წერილების ანალიზის შედეგად, ორივე მხარემ ოფიციალურად განგვიცხადა, რომ მუქარა არ არის საფრთხის შემცველი და წერილის ავტორი მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს ოლიმპიური ოჯახის უამრავ წევრს უგზავნის",
- განაცხადა
უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა
ზიგმუნდ ნაგიმ.
სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7-დან 23 თებერვლამდე გაიმართება, პარაოლიმპიური თამაშები კი 7-დან 16 მარტამდე ჩატარდება.
რამდენიმე
კვირის წინ, ისლამისტურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ
"ანსარ
ალ-სუნამ" გაავრცელა ვიდეო, სადაც სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ტერაქტების განხორციელებით იმუქრებოდა.
კომენტარი