ვალერი გელაშვილი ალის, ვაყისა და ნაბახტევის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად იგი ალის, ვაყისა და ნაბახტევის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ვალერი გელაშვილმა ადგილობრივებს არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მეორე ტურში მონაწილეობის მიღებისაკენ მოუწოდა.
„მადლობას გიხდით არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისათვის. წინ მეორე, გადამწყვეტი ტურია. კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად და დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. ვაქციოთ 30 ოქტომბერი ერთიანი, დიდი გამარჯვების დღედ!“-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატმა.
(რეკლამა)
კომენტარი