სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საგარეჯოში 18 წლის გოგო ქორწინებამდე გაუჩინარდა - რას ვარაუდობს ოჯახი?

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გაუჩინარდა 18 წლის გოგო, რომელიც 6 თვის წინ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე დაინიშნა.

გოგონა, სახლიდან გუშინ გავიდა და მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა. მას შეტყობინებაში წასვლის მიზეზი არ განუმარტავს.

უახლოეს მომავალში ახალგაზრდებს ქორწილიც ჰქონდათ დაგეგმილი, ამიტომ ახლობლები გოგონას სახლიდან პროტესტის ნიშნად გაუჩინარების ვერსიას გამორიცხავენ.

მშობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, გოგონა სხვა მამაკაცმა გაიტაცა. ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა.

ისინი გოგონას ადგილსამყოფელის დადგენასა და მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს დამონტაჟებული სათვალთვალო კამერიდან ჩანაწერის ამოღებას ითხოვენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100