სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

განათლების მინისტრის თანამდებობაზე თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა ანაცვლებს. ამის შესახებ პრემიერმა ცოტა ხნის წინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მე მინდა მადლობა გადავუხადო თამარ სანიკიძეს იმ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელიც მან შეასრულა. ამ მნიშვნელოვანი რეფორმების შდეგები დღეს სახეზეა. ქალბატონი თამარი რჩება ჩვენს გუნდში და უახლოეს პერიოდში საუბარი იქნება ახალ მანდატზე.

მე მინდა წარმოგიდგინოთ ალექსანდრე ჯეჯელავა. რომელიც გახლავთ ძალიან გამოცდილი ადამიანი 20 წელზე მეტი გამოცილებით მართვის სფეროში"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100