ფულადი გზავნილების აქცია თიბისი ბანკისგან
17.03.2015დღეიდან თიბისი ბანკი ფულადი გზავნილების აქციას იწყებს. მათ, ვინც 17 მარტიდან 17 ივნისამდე თიბისი ბანკის და თიბისი კონსტანტას ფილიალებში ფულადი გზავნილების მომსახურებით ისარგებლებს, წამახალისებელი საჩუქრები გადაეცემათ.
აქციაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მომხმარებლებმა სამჯერ გააგზავნონ ან მიიღონ ფულადი გზავნილები თიბისი ბანკის ან თიბისი კონსტანტას ფილიალებში.
თიბისი ბანკის და თიბისი კონსტანტას ფილიალებში შესაძლებელია ყველა წამყვანი ფულადი გზავნილების სისტემით სარგებლობა, როგორებიცაა: Western Union, Contact, IntelExpress, ZolotayaKorona, Anelik, Ria , Money Gram და Unistream.
საერთაშორისო ფულადი გზავნილების გარდა სამთვიან წამახალისებელ აქციაში მონაწილეობას იღებს ასევე თიბისი ბანკის გზავნილების ახალი სისტემა მარდი.
ფულადი გზავნილების სისტემა, მარდი მოქმედებს საქართველოს მასშტაბით თიბისი ბანკის და თიბისი კონსტანტას ფილიალებში.
მარდის მეშვეობით შესაძლებელი თანხის გაგზავნა და მიღება საქართველოს ნებისმიერ წერტილში ანგარიშის გახსნის გარეშე ყველაზე სწარფად და ყველაზე დაბალი ტარიფით.
ისარგებლეთ თიბისი ბანკის ფულადი გზავნილების მომსახურებით და გახდით საჩუქრების მფლობელი!
კომენტარი