სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს ხდება ჩემი დაავადების გაგებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე" - მარიამ გვასალიას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა

დიზაინერ მარიამ გვასალიას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. ნიჭიერი გოგონა ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს თავად ავრცელებს.

"ამ ვიდეოს ვდებ არა იმიტომ, რომ განახოთ, როგორი ბედნიერი ვარ, როგორია ჩემი ყვითელი კაბა ან კიდევ ბევრი სხვა მიზეზი რის გამოც ვაზიარებთ ხოლმე. 
ეს ხდება ჩემი დაავადების (განკურნებადია - ესააა მთავარი...) გაგებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე.... თურმე არ ვიცოდი რომ მქონდა უკვე მწვავე ლეიკემია და კიდევ რამოდენიმე :) ნურაფერი შეგაშინებთ, აქაც ბევრი რამ მაწუხებდა და არ ვუტყდებოდი თავს რომ გამერკვია მიზეზი, ამაში არ მომბაძოთ! ცუდია...მოკლედ...
მინდა გითხრათ, მოგმართოთ, გთხოვოთ თუ გირჩიოთ არ გაიფუჭოთ ხასიათი, არ დანებდეთ არ მისცეთ არაფერს საშუალება მოგერიოთ. 
იბრძოლეთ!!! და კიდევ დიდი მადლობა ამდენი სიყვარულისთვის!" - წერს დიზაინერი.

მარიამთან ინტერვიუ "დრონი.ჯი"-მ დაახლოებით ერთი თვის წინ ჩაწერა. დიზაინერმა ჩვენ მკითხველს რჩევები საზაფხულო ტენდენციებთან დაკავშირებით მისცა. "დრონი.ჯი"-ს რედაქცია ნიჭიერ დიზაინერს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100