BBC : პრინსტონის უნივერსიტეტის ასპირანტმა „მფრინავი ხალიჩა“ შექმნა (ვიდეო)
პრინსტონის უნივერსიტეტში ასპირანტის მიერ შექმნილ „მფრინავ ხალიჩას“ ცდიან, - ამის შესახებ BBC იტყობინება. ათსანტიმეტრიანი გამჭვირვალე პლასტიკატის ნაჭერი სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით მოძრაობს: ელექტრონის ზემოქმედების ქვეშ მისი ერთი ზედაპირიდან მეორისკენ მიემართებიან მცირე ტალღები, რომლებიც ჰაერის ნაკადს ქმნიან. „მფრინავი ხალიჩა“ წამში ერთი სანტიმეტრის სიჩქარით მოძრაობს. მისი შემქმნელი - ასპირანტი ნოა ჯაფერისი ფიქრობს, რომ მის სიჩქარეს წამში ერთ მეტრამდე გაზრდის. ამავდროულად, ასპირანტი აპირებს, უახლოეს პერიოდში შექმნას მომდევნო მოდელი-პროტოტიპი, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობასა და შორ მანძილზე ფრენას შეძლებს.
კომენტარი