სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კაცის თვალით დანახული ქალი და ქალური ქცევები

ქალი არასოდეს იხდის მაისურს ზურგზე ხელის მოჭიდებით.

ქალები კეფას არ იფხანენ. პირველ რიგში მათ არ უყვართ თავიანთი დაბნეულობის დემონსტრირება, მეორეც _ ეს ვარცხნილობას აფუჭებს.

ქალები ხშირად იხვევენ საკუთარ თმას თითზე, თუნდაც მოკლე თმა ჰქონდეთ მაინც… ან თმას ლოყაზე ისვამენ. კაცები ამას იშვიათად აკეთებენ.

ქალი ბოლომდე ვერასოდეს მოხვდება იმას თუ რატომ იფარებენ ფეხბურთელები ხელს როდესაც კედელს აკეთებენ. ამიტომაც ის არასოდეს შეხტება, როცა რომელიმე ფილმის გმირს ფეხებსშორის ბათინკს ამოარტყავენ.

ქალი სიგარეტს კბილებს არ უჭერს და არც პირში იტოვებს. მას სიგარეტი სულ ხელში უჭირავს.

მთქნარებისას, ქალი პირს ხელისგულით იფარავს და არა მუშტით.

შხაპის მიღების შემდეგ, ქალი, არა აქვს მნიშვნელობა გრძელი თმა აქვს თუ არა, აუცილებლად იხვევს თავზე პირსახოცს ჩალმასავით ერთი წუთით მაინც. ამ აღმოსავლური რიტუალის გაჩენის მიზეზები უცნობია.

ქალს პრაქტიკულად არ აღიზიანებს როდესაც საცვალი დუნდულებს შორის ეჭედება. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები დიდი სიამოვნებით ატარებენ ყველა იმ წამებისათვის მოგონილ ნივთებს რასაც ბიკინი ეწოდება. ამასთან ერთად ქალი არ ცდილობს საცვლის უკნიდან ჩუმად შესწორებას როდესაც სკამიდან დგება.

ვიღაცის დასარტყმელად ქალი ხელს გვერდზე კი არა უკან წევს. სწორედ ამიტომ არავინ უშვებს ქალებს ტანკების ასაფეთქებლად.

ქალებს მოსწონთ ეს ცოცხები, რომლისგანაც ამდენი ნაგავი გროვდება. ისინი მათ “გამხმარი ყვავილებისაგან დამზადებულ კომპოზიციებს” უწოდებენ.

ხელის ჩამორთმევისას ქალები ხელს თითქმის არ უჭერენ.

როდესაც ქალს ეძახიან, ის მხოლოდ თავს ატრიალებს. კაცი კი მთლიანი კორპუსით ტრიალდება, იმიტომ რომ უფრო მოუქნელი კისერი აქვს.

ქალებს ეშინიათ ობობების, ჭიების და თაგვების. მათ ასევე არ მოსწონთ მუხლუხოები, თუნდაც ისინი ძალიან ლამაზები იყვნენ.

ქალების უმეტესობა თვლის რომ წყლით და საპნით ბანაობა მავნებელია (რითაც იბანენ სააბაზანოში ნახეთ).

სექსის დროს ქალი ფიქრობს იმაზე ლამაზად გამოიყურება თუ არა.

ხელების ჩვენების თხოვნაზე, კაცები ხელებს ხელისგულით ზევით იშვერენ წინ. ქალები კი ხელისგულებით ქვევით. ალბათ იმიტომ, რომ მათი მანიკურის და ბრილიანტების ზომის დემონსტრირება მოახდინონ.

ის სიტყვები, რასაც ქალი იძახის თუ თითში ჩქაქუჩს ჩაირტყავს, შეიძლება ცენზურის გარეშე, თავისუფლად გავუშვათ საბავშვო გადაცემებში… ის,რასაც კაცი ამბობს ასეთ შემთხვევებში, მისი ტრანსლირება არ შეიძლება.

ქალები მკერდით სუნთქავენ. კაცების სუნთქვის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი მუცლის კუნთები.

ქალებს არ უყვართ, როდესაც ხელები აქვთ თავისუფალი. ამიტომაც ისინი ყველგან თან დაათრევენ ჩანთას _ რათა მისი ღვედი აწვალონ, კიდეზე ეჭიროთ ხელი და მასში უსასრულოდ იქექონ. ჩანთის არქონის შემთხვევაში, ამ როლზე წავა ნებისმიერი სხვა ნივთი – მარაო, ხელთათმანები, წიგნაკი, ყვავილი…

მთაზე ასვლას, ან მთიდან ჩამოსვლას, ქალები გვერდულად ცდილობენ. კაცები კი უბრალოდ უფრო განზე დგამენ ფეხებს.

თავიანთი ტერფების თვალიერებისას ქალები ფეხს ზურგს უკან წევენ. კაცები კი უბრალოდ აწეულ ტერფს ატრიალებენ.

ქალები თავიანთი სასქესო ორგანოების მიმართ გულგრილნი არიან, შორიდან ან საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს. ქალები არ ელაპარაკებიან მათ, არ არქმევენ სასაცილო სახელებს, არ უბრაზდებიან მათ.

ცხელ ქვიშაზე ან ხრეშზე სიარულისას ქალები თითისწვერებზე დადიან, კაცები კი მარტო ქუსლებს ადგამენ.

დაჯდომისას ქალები მუხლებს ატყუპებენ, ან ერთმანეთის პარალელურად უჭირავთ. ამიტომ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქალი მეზობლის ყოლა უფრო სასურველია.

გაზმორვისას კაცები შლიან ან ზევით წევენ ხელებს. ქალები იდაყვებში ხრიან და გვერდებზე იბჯენენ.

ქალების მისწრაფება კომპრომისებისადმი გამოიხატება, მათ მიერ უცენზურო ანეკდოტების მოყოლაში. მათ შეიძლება გაბედონ სახალხოდ მოყვნენ ყველაზე უცენზურო ანეკდოტიც კი, მაგრამ საკვანძო სიტყვას ისე ჩუმად და გაურკვევლად ჩაიბურტყუნებენ, რომ ვერავინ ვერაფერს გაარკვევს. ზოგჯერ უცენზურო გამონათქვამის გამოხატვას მიმიკით, ჟესტიკულაციით და სახის სასოწარკვეთილი გამოხატულებით ცდილობენ.

ხალათებზე ქამარს ქალები ჭიპს ზემოთ იკრავენ. კაცები _ ქვემოთ.

თუ ქალს ქუჩაში შარვალზე ელვა შესაკრავი გაეხსნება, ის ამას აუღელვებლად შეხვდება და წყნარად შეიკრავს შარვალს.

ქალები ყურებს თითებით იცობენ, კაცები _ ხელისგულებით.

როდესაც ქალს სთხოვთ რომ სანთებელა მოგაწოდოთ, ის მოგაწვდით სანთებელას და არ შეამოწმებს თქვენს რეაქციას და ხტუნვის უნარს.

თუ კაცი, ქალის თვალში, ცოტათი თუ წავიდა წინ განვითარების პროცესში მაიმუნისგან, თავის მხრივ მამაკაცებსაც შეგვიძლია აღვნიშნოთ რამდენიმე თვისება, რომელიც ჩვენ ქალბატონებს ოთხხელა წინაპრებისგან გადმოყვათ. მაგალითად, საათობით ეძებონ თავიანთი მამრის ბალანში მწერები. პატარა ფეხსახსრიანების არარსებობის დროს ქალები ფერისმჭამელებით და მუწუკებით კმაყოფილდებიან.

ჩაცმისას, ქალი ჯერ პერანგს ჩაიცვამს, მერე შარვალს. კაცები, როგორც წესი, პირიქით იქცევიან.

ქალი ხელთათმანებს ქუჩაში გასვლამდე იცვამს.

მძიმე ტვირთის აღებისას, ქალი შეეცდება გვერდზე დაიჭიროს ის. კაცი კი ტვირთს თავის წინ ეზიდება.

ხურდა ფულის და მსხვილი კუპიურების ტარებას ქალები ერთსა და იმავე ადგილას ამჯობინებენ. ამიტომაც მათ იშვიათად უჩხარუნებთ ჯიბეები.

მუშტის დარტყმისას ქალი წინ წევს ცერა თითის.

როდესაც ქალები სხედან, მათ აქვთ ჩვევა ფეხი ქვეშ ამოიდონ და ფეხებს შორის მიიბჯინონ. კაცები თავის თავს ამის უფლებას არ აძლევენ.

და ბოლოს: სექსის შემდეგ ქალს ძილის მაგივრად საუბარი და პარტნიორის კოცნა უნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100