22 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა - ზუგდიდი-მესტიის გზაზე მანქანა ხეს დაეჯახა და გზიდან გადავარდა
ზუგდიდი-მესტიის გზაზე, ზედა ეწერთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად, ხაიშის მკვიდრი 22 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა - ინფორმაციას Reginfo ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სვანეთის სოფელ ხაიშიდან ზუგდიდისკენ მიმავალი "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომლითაც 4 ახალგაზრდა მგზავრობდა, ხეს დაეჯახა და გზიდან გადავარდა.
მანქანაში მყოფი სამი მგზავრი კი სამედიცნო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
კომენტარი