სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ამირან გამყრელიძეს ფარულად შეხვდა - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს ჯანდაცვის მინისტრობას უპირებენ?

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ფარულად შეხვდა.

აუდიენციის ამსახველი ფოტო "ტვ. პირველმა" გაავრცელა, რის შემდეგაც გაჩნდა ვარაუდი, რომ ივანიშვილი ჯანდაცვის მინისტრად სწორედ გამყრელიძეს განიხილავს, რადგან ამირან გამყრელიძის პოპულარობა ეკატერინე ტიკარაძის რეიტინგს ბევრად აღემატება.
შეხვედრას არ უარყოფს თავად ჩხარტიშვილი. მისი თქმით, აუდიენციას პოლიტიკური ხასიათი არ ჰქონია და ის "მეგობარს" სამედიცინო თემაზე შეხვდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100