სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გოიმობა ისაა, შენი ადგილი, ზომა– წონა ,რომ არ იცი, ზომიერებაშია გემოვნება, დახვეწილობა და სიმშვიდე"

სვეტობა – არის ურბანული, კერძოდ კი, თბილისური ფაშიზმი და ის წარმოადგენ ზეპოლიტიკურ მოვლენას, რომელიც დაფუძნებულია ,,ელიტარული კლასის", მოჩვენებითი უპირატესობისა თუ აღმატებულობის განცდაზე.

I. ჭეშმარიტი, იგივე ძირძველი სვეტი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემომოყვანილ აუცილებელ პირობებს:

ა) ეს უმაღლესი კლასის არსებები არიან შთამომავლობით სვეტები ანუ ელიტარული მშობლების შვილები, რაც გულისხმობს შემდეგ წარმომავლობას: 1. სახელოვნებო ელიტა; 2. ყოფილი პარტნომენკლატურა (,,ცეკა-ტეკა“); 3. ყოფილი საქმოსნებიც, იგივე კომბინატორებიც მოსულა, ოღონდ ეს – ჰა-ჰა და დღემდე მეტად საკამათოა.

ბ) ეს არსება ბინადრობს გეოგრაფიულად მკაცრად შემოფარგლულ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს: 1. ვაკეს (ძირითადად ბარნოვი-აბაშიძე-ფალიაშვილის ქუჩები და ჭავჭავაძის გამზირი, მაგრამ ტაბიძისა ან ყიფშიძის ქუჩებიც მოსულა); 2. ვერას (სემიონოვკა არ ითვლება); 3.საბურთალოს (ხილიანი-დოლიძის ქუჩები და ჰა-ჰა იოსებიძე-იოსელიანამდე – იქეთ უკვე ქიხაა!); 4. პლეხანოვისა და 5. სოლოლაკის მცირე ზომის კუნძულები, სვეტური წინწკლები და ცალკეული ელიტარული სახლები. ასეა თუ ისე, მთავარია მუდამ გვახსოვდეს – ადამიანთა ეს ჯიში იბადება, იზრდება და კვდება მხოლოდ ამ ტერიტორიაზე და ამაზე ბაზარი მორჩა!

გ) ისინი წარმოადგენილნი არიან უნიჭო, მუქთამჭამელ-მუქთახორა განსაკრთომელი არსებუშკებით, რომლებიც შთამომავლობით ვალდებულნი არიან ებრძოლონ ყოველივე პროგრესულსა და მოწინავეს, რათა შეინარჩუნონ კლანური პრივილეგიები, გავლენა და დიდება. ამიტომ ადამიანთა ამ კლასზე შეიძლება თამამად ითქვას – თუ აიწყვიტა, ვაკელი გოიმი მსოფლიოში ყველაზე მაგარი გოიმია!

დ) ისინი განუხრელად იცავენ ორ დოგმატურ კანონს: 1. სვეტური შმოტკები – უპირველეს ყოვლისა! და 2. მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის დალაიქება, ხოლო, მაგალითად, ჩემთან დალაიქება ,,ზაპადლოა“ ანუ ,,ბოზური“.

ე) ,,მამაო“, თამხლები მარხვებით, მანჭვა-გრეხითა და გულში მუდმივი საბჭოური ნოსტალგია-ტკივილით, თავისი გაგებებითა და მეობით – ეს უკანასკნელი (ძველი ბიჭური ელფერი), ბოიშვილივიყო, აუცილებელი პირობაა!

II. მეორე პლანის, რეზერვისტი ვაკელები – ეს 40-50 წელს გადაცილებული, მოინტელექტუალო ლამბერსექსუალები და მოჰიპო დეიდები მუდამ ჩრდილში იყვნენ, მათ არავინ არასდროს არაფრად აგდებდა და სვეტური ბუჩქების ეკალბარდებიდან მოწიფულ ასკაშიღა შეძლეს ამოყვინთვა. ჭეშმარიტ სვეტებად დაბადების ამ წვალება-ტკივილით აღსავსე პროცესს მთელი ცხოვრება დაჭირდა და ამიტომ ისინი: 1. განსაკუთრებული თავგამოდებით ეტენებიან სახელოვნებო ელიტას; 2. ხაზს უსვამენ თავის ლიბერალიზმსა და დასავლურობას; 3. ყურები აქვთ დაცქვეტილი სვეტური მეინსტრიმის გამოძახილზე; 4. თავისუფალი აზროვნებისა და დამოუკიდბელობის წარმოსაჩენად ბედავენ: ა) არასვეტ ინტელექტუალებთან დალაიქებას – მათი სტიქიაა სვეტური ფოტოები, არქიტექტურა და არტი და ბ) საკმაო ირონიით მოიხსენიებენ ,,მამაოებსა“ და ,,მართლЬმადიდებლЬობას“.

რეზერვისტები და სათადარიგო სვეტები: ა) ბოლომდე სვეტურად ვერ იშმოტკებიან – მათ სადად ჩაცმა უწევთ, მაგრამ შეძლებული მეგობრის წყალობით, ჩაცმულობის ერთ დეტალში მაინც ჩანს მათი გაქუცული ნატიფობა-დახვეწილობა; ბ) ისინი ძველი ბიჭებიც კი ვერ იყვნენ, ვერც წამლის კეთებას ბედავდნენ და მხოლოდ ტრუხა პლანს ეწეოდნენ იშვიათად, შიშითა და ჩუმად.

III. ,,გრაკალ”-,,წალენჯიხა“ -,,გლდანუალას“ ნიუ-ბომონდი – ეს ის გოიმია, უფრო კი ქაჯი, რომელმაც მოახერხა და პრესტიჟულ უბანში დასახლდა, ხოლო ამჟამად უკვე ჭეშმარიტ სვეტობაზე ოცნებობს. რადგან ეს მართლა ქაჯი, გოიმობას, არა როგორც კულტურულ თუ მენტალურ ნაკლს, არამედ, როგორც პერიფერიიდან ,,ჩამოთრევას“, ისე უყურებს, ის ყიდულობს სვეტური ლოკაციის ბინას და თავისი მოკლე ჭკუით ამ ნაკლის კომპენსირებას ახერხებს.

ის დაუნდობლად იზიზღებს ყველა პროვინციელსა თუ პერიფერიულ უბნელს – იწყება გაჩითვის პროცესი. ის ცდილობს მოსყიდვა- მლიქვნელობით მიაღწიოს გასვეტებას... სვეტები მას ცოცხალი თავით არ იღებენ... შედეგად, ქაჯი საბოლოოდ იზიღებს სვეტებსა თუ ვაკელებს, რადგან სწავლა დახვეწა და წინსვლა მას არ სურს, ხოლო სვეტი სნობები მათ სათოფეზე გაურბიან.

ეს არსებები საკუთარი მოწინავეობის დასამტკიცებლად ომობენ და ამიტომ ირონიით აღარ კმაყოფილდებიან და გავეშებული ეპატაჟით ებრძვიან ,,მამაოებსა“ თუ ,,მართლЬმადიდებლЬობას“, თავდავიწყებით უყვართ ,,ლგბტ“ თემი, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე არიან მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეები.

P.S.

ამასობაში ირკვევა, რომ ,,ვაკე“, ეს არ არის რაღაც კონკრეტული, რომ ხელი ჩაავლო, არამედ ,,ვაკე“ მხოლოდ ქიმერაა, ის, უბრალოდ, ბუნებაშიც კი არ არსებობს.

ქაჯობა, გოიმობა ისაა, შენი ადგილი (ზომა – წონა) რომ არ იცი. ყოველივე უზომო – გოიმობა ხდება, ხოლო სწორედ ზომიერებაშია გემოვნება, დახვეწილობა და სიმშვიდე.

ზურა ოდილავაძე. 2016 წელი, ნოემბერი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100