8 ახალი ინფიცირებული - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 623-მდე გაიზარდა
დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით 623 ადამიანია ინფიცირებული. შესაბამისად, დაავადებულთა მაჩვენებელი გუშინდელიდან 8 პაციენტითაა გაზრდილი.
13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, ქვეყანას სულ 288 განკურნებული ჰყავს.
კარანტინის რეჟიმშია 4723 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 446 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კომენტარი