სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კბილის ფერით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჯანმრთელობაზე?

ბუნებრივად აბსოლუტურად თეთრი კბილი არ არსებობს. კბილის მინანქრის არსებულ ფერზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია მემკვიდერეობას. მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება გარე ფაქტორებსაც (როგორიცაა საკვები, სასმელები, თამბაქო, კოსმეტიკა, გარემოს დაბინძურება და ა.შ.).

საერთაშორისო კლასიფიკაციით არსებობს კბილების 20 ფერი. ექიმები გამოყოფენ 4 ძირითად ფერს:

A – ყავისფერი,

B – ყვითელი,

C – სერი,

D – წითელი.

თითოეული ფერის გამოვლენის ინტენსიურობა მოთავსებულია 0 დან 4 რიცხვების დიაპაზონში. ანუ შედარებით ყვითელი ფერის კბილი იქნება B2. ყველაზე მტკიცე და ძლიერ კბილებად ითვლება A3 (ყავისფერი) ფერის კბილები. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე პროფესიონალური გათეთრებაც კი მხოლოდ ამცირებს ფერის ინტენსივობას, ხოლო საწყისი ფერის შეცვლა (A, B, C ან D) ძალზედ რთულია.

კბილის ფერის მიხედვით ასევე შესაძლოა ვიმსჯელოთ პაციენტის ჯანმრთელობაზეც. კბილების სიყვითლე მიუთითებს მწეველობაზე, მაგრამ ასევე მიუთითებს კუჭ-ნაწლავის პრობლემებზე, განსაკუთრებით კი ნაღვლის ბუშტზე. იმუნიტეტის დაქვეითებას შესაძლოა მოყვეს კბილების გამუქება და მოყავისფრო ელფერის დადება. ბავშვობაში მიღებული ანტიბიოტიკები განსაკუთრებით ტეტრაციკლინის ჯგუფის იძლევა საკმაოდ შესამჩნევ მოლურჯო-მოწითალო, ან ყავისფერ ზოლებიან ლაქებს. ასევე კბილის ფერის გამუქება შესაძლოა გამოიწვიოს ყბის ტრავმირებამ ან კბილის არასწორმა მკურნალობამ.

კბილების ზედმეტად თეთრი, რძის ფერი დამახასიათებელია ენდოკრინული სისტემის მომატებული აქტიურობისათვის. მუქი ყვითელი მოვარდისფრო ელფერით შესაძლოა იყოს თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიის სიმპტომი.

მოლურჯო ფერი შესაძლოა გამოიწვიოს დიდი ხნით რკინის პრეპარატების მიღებამ, ან სასმელ წყალში მისმა მაღალმა კონცენტრაციამ.

თუკი კბილებზე აღინიშნება ლაქები ანუ მათი ფერი სხვადასხვაა, შესაძლოა ეს იყოს ფლუოროზის გამოვლინება, რასაც ფტორის დიდი რაოდენობა იწვევს. მარტივ შემთხვევებში ლაქები მოთეთრო ან გაჭირვალეა და მცირე ზომისაა. პრობლემის გართულების შემთხვევაში ლაქები ყავისფერდება, ხოლო კბილები ხდება ლაქიანი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაავადება ვითარდება ბავშვთა ასაკში, კბილების ჩამოყალიბების პერიოდში, ყავისფერი ლაქები ჩნდება მოგვიანებით. რა თქმა უნდა ლაქები ძალზედ არაესთეტიურია, თუმცა მათ ჯანმრთელობისათვის საფრთხის მოტანა არ შეუძლიათ.

კბილების ფერის შეცვლა ქიმიური გზით სამედიცინო ჩვენებას არ წარმოადგენს. თუკი მისი გამომწვევი შინაგანი ორგანოების პათოლოგიაა, საჭიროა მხოლოდ მისი მოცილება. სხვა შემთხვევაში ეს მხოლოდ ესთეტიკის, კოსმეტიკის ან მოდის ჩვენებაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100