სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პერუში ვულკანი ხუინაპუტინა გააქტიურდა (ვიდეო)

ვულკანი, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია რუსულ ინტერნეტსივრცეში და რომელსაც ხუინაპუტინა ეწოდება (Huaynaputina წარმოითქმის როგორც ხუინაპუტინა, ვაუნაპუტინა ან უაინაპუტინა, თუმცა, რუსულ ინტერნეტსივრცეში ვულკანს უმრავლესობა ხუინაპუტინად მოიხსენიებს).

ვულკანი ხუინაპუტინა არცთუ მაღალი ვულკანური კრატერია, რომლის ბოლო, ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა (სამხრეთ ამერიკის ვულკანთა ამოფრქვევების ისტორიაში ყველაზე ძლიერი და მასშტაბური) 1600 წლის 19 თებერვალს მოხდა.

ვულკანის ამოფრქვევა 6 მარტამდე გრძელდებოდა. ეს შემთხვევა ნახსენები აქვს ვასკეს დე ესპინოზას ნაშრომში „ვესტ-ინდოეთის აღწერა და მცირე ნარკვევი“, სადაც ნათქვამია, რომ ვულკანის ამოფრქვევის სიძლიერე მაშინ ამ გარემოებებისთვის არსებულ სკალაში ყველაზე საშიში ნიშნულის წინა პოზიციზე იყო.

ლავამ და ვულკანის ფერფლმა ხუინაპუტინადან 120 კმ-თი დაშორებული სოფლებიც გაანადგურა. ვულკანის ფერფლი შეინიშნებოდა სამხრეთ პერუში, თანამედროვე ჩილეს ჩრდილოეთით და თანამედროვე ბოლივიის დასავლეთში. ადგილობრივმა სოფლის მეურნეობამ ვულკანისგან მიღებული ჭრილობები მხოლოდ 150 წლის შემდეგ მოიშუშა.

ვულკანის ამოფრქვევამ სერიოზული გავლენა მოახდინა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს კლიმატზე. სწორედ ხიუნაპუტინას ამოფრქვევას მიიჩნევენ ე.წ. მცირე გამყინვარების დასაწყისად. ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ 1601 წელი წინა 2000 წლიდან ყველაზე ცივი იყო.

„ვულკანურმა ზამთარმა“ მეტად სავალალო შედეგამდე მიიყვანა რუსეთი. მხოლოდ ორნახევარი წლის განმავლობაში, 1601-03 წლებში მოსკოვში, საერთო საფლავზე 127.000 ადამიანი დაკრძალეს. ისტორიკოსთა მტკიცებით, იმ დროს ვულკანის ამოფრქვევამ 2 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა და ამან კი ბორის გოდუნოვის ხელისუფლების დამხობა გამოიწვია.

ასე რომ, ვულკანის ამოფრქვევა, რომლის სახელწოდებაც, გვარის გარდა, თითქმის თარიღითაც ემთხვევა პუტინის სავარაუდო გაპრეზიდენტებას, რუსეთს მაშინ საკმაოდ ძვირადაც დაუჯდა.

მასალას თან ერთვის "იუთუბზე" გამოქვეყნებული ვიდეო ვულკან ხიუნაპუტინას გააქტიურების შესახებ, რომელიც შარშან, გაზაფხულზეა გადაღებული. როგორც აღნიშნავენ, წელს იქ უფრო აქტიური კერები შეინიშნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100