სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხობში ავარიას სადისტრიბუციო მანქანის მძღოლი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სადისტრიბუციო მანქანა ბოძს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მგზავრი კი დაშავდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. კლინიკის ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100