სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მშობლებმა 5 წლის შვილის ეს ნახატები რომ ნახეს, ეგრევე პოლიციაში დარეკეს

56 წლის ბრაზილიელ სასულიერო პირს ჟოა დე სილვას, რომელიც ეკლესიასთან მდებარე საბავშვო ბაღში მუშაობდა, ეჭვმიტანილია 5 წლის აღსაზრდელის ცემაში. ამ ფაქტის შესახებ ბავშვის მშობლებმა თავიანთი შვილის ნახატებით შეიტყვეს, სადაც ძალადობის სცენაა ასახული. როდესაც ბავშვი ბოლო პერიოდში უარს აცხადებდა საბავშვო ბაღში სიარულზე და ისტერიკულად ტიროდა, წყვილი იძულებული გახდა ის ბავშვთა ფსიქოლოგთან მიეყვანათ, სადაც თერაპიის ერთ-ერთი მეთოდი სწორედ გარემოსა და სიტუაციების ამსახველი ნახატების ხატვაა. ამ ნახატების პოლიციისთვის გადაცემის შემდეგ სასულიერო პირი იძულებული გახდა ეღიარებინა დანაშაული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100