სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად 5-მა ადამიანმა მიიღო დაზიანება – ერთის მდგომარეობა მძიმეა

ვაზისუბანში, სადაც აფეთქება მოხდა, რაიონის გამგებელი მივიდა. ნიკო ელისაშვილის განმარტებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ამ დროისთვის საავადმყოფოში 5 ადამიანია გადაყვანილი.

„მოხდა გაზის გაჟონვა. ამის შედეგად მოხდა აფეთქება. სხეულის დაზიანება მიიღო 5-მა ადამიანმა. ხუთივე გადაყვანილია სხვადასხვა კლინიკაში. ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადამიანი, რომელმაც მიიღო მძიმე დაზიანება დამწვრობის, არის მძიმედ. დანარჩენი ოთხი ინტოქსიკაციით არის გადაყვანილი და არ ემუქრება მათ სიცოცხლეს საფრთხე“,- განაცხადა გამგებელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100